ქართულ-ებრაული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია „მაილაბი“
„მაილაბი“ — თანამედროვე ტექნოლოგიები, პროფესიონალიზმი და ხარისხზე ორიენტირებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
- თბილისი - მიხეილ ჭიაურელის ქ. 9
- რუსთავი - მესხიშვილის 4/83ა
- გარდაბანი - სადგურის ქ. 1
- ბათუმი, ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. 39ა
- კასპი - აღმაშენებლის ქ. 80
- მარნეული - შოთა რუსთაველის ქ. 77 ბ
- ხაშური- ლესელიძის 10 ა
გალერეა
ლაბორატორიის შესახებ
ქართულ-ებრაული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია „მაილაბი“
„მაილაბი“ — თანამედროვე ტექნოლოგიები, პროფესიონალიზმი და ხარისხზეორიენტირებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.
ქართულ-ებრაული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია „მაილაბი“ 2023 წელს მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ დაარსდა. ლაბორატორია მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ლაბორატორიული დიაგნოსტიკის განვითარებას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და პაციენტებისთვის სანდო, ზუსტიდა ეფექტური სერვისების შეთავაზებას.
„მაილაბის“ საქმიანობის პრიორიტეტი - ხარისხის უზრუნველყოფაა. ლაბორატორია იყენებს თანამედროვე ლაბორატორიულ ანალიზატორებს და მუშაობს კვალიფიციური სპეციალისტების გუნდთან ერთად. კვლევებისსიზუსტისა და შედეგების სანდოობის უზრუნველსაყოფად ლაბორატორია მონაწილეობს გარე ხარისხის შეფასების პროგრამებში, მათ შორის: RIQAS, RFBდა ESFEQA.
ლაბორატორიას აქვს ISO 15189-ის აკრედიტაცია, რაც შესაბამისი აკრედიტაციისსფეროს ფარგლებში სამედიცინო ლაბორატორიის კომპეტენტურობისა დახარისხის მართვის მოთხოვნებთან შესაბამისობას ადასტურებს.
ძირითადი მიმართულებები:
- ჰემატოლოგიური კვლევები;
- ბიოქიმიური კვლევები;
- იმუნოლოგიური კვლევები;
- ჰემოსტაზის სისტემის კვლევები;
- ბაქტერიოლოგიური კვლევები;
- მოლეკულურ-გენეტიკური კვლევები
ლაბორატორიული კვლევების ხარისხისა და ეფექტურობისთვის „მაილაბი“ იყენებს თანამედროვე ანალიზატორებსა და მოლეკულური დიაგნოსტიკისსისტემებს, მათ შორის:
Sysmex XN-350; Roche cobas c 111; Roche cobas e 411; ACL TOP 350; Applied Biosystems; QuantStudio 5.
პროფესიონალთა გუნდი
„მაილაბის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება გამოცდილი და კვალიფიციურიგუნდია. ლაბორატორიაში მუშაობენ შესაბამისი კვალიფიკაციისა დასერტიფიცირების მქონე სპეციალისტები, ხოლო სამედიცინო დირექტორის 25 წლიანი პროფესიული გამოცდილება ლაბორატორიის განვითარებისა დახარისხის მართვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
განვითარების ხედვა
„მაილაბის“ მიზანია საქართველოს ლაბორატორიულ ბაზარზე ინოვაციურიკვლევებისა და თანამედროვე დიაგნოსტიკური შესაძლებლობების დანერგვა. ლაბორატორია ორიენტირებულია უწყვეტ განვითარებაზე, საერთაშორისოპარტნიორობის გაღრმავებასა და ისეთი კვლევების დანერგვაზე, რომლებიცსაქართველოში პაციენტებისთვის დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებსგააფართოებს.
„მაილაბისთვის“ განვითარება მხოლოდ ტექნოლოგიურ განახლებას არ ნიშნავს— ეს არის მუდმივი სწრაფვა ხარისხის გაუმჯობესებისკენ, პროფესიული ცოდნისგაღრმავებისა და პაციენტების საჭიროებებზე მორგებული ლაბორატორიულიმომსახურებისკენ.
ხელმისაწვდომობა და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება
„მაილაბი“ ზრუნავს, რომ ხარისხიანი ლაბორატორიული მომსახურებაპაციენტებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. ამჟამადწარმოდგენილია 7 ფილიალით, რაც პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობას ზრდის.
გარდა ამისა მომხმარებელს სთავაზობს უფასო გამოძახების სერვისს, რაც საშუალებას აძლევს სასურველ ადგილზე მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება.
„მაილაბი“ პაციენტებს სთავაზობს მოსახერხებელ მობილურ აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გამოძახების სერვისისა და ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა, ლაბორატორიული კვლევების პასუხების მიღება და ყველა ჩატარებული ანალიზის ერთ სივრცეში შენახვა. აპლიკაცია პაციენტებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროს ჰქონდეთ წვდომა საკუთარ ლაბორატორიულ ისტორიასა და კვლევის შედეგებზე.
ლაბორატორიისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კვლევების ხარისხი დასიზუსტე, არამედ პაციენტებისთვის კომფორტული, მოქნილი და მათსაჭიროებებზე მორგებული მომსახურების შეთავაზებაც.
მიმართულებები და სერვისები
- ბინაზე მომსახურება
- ფილიალში მომსახურება
პაციენტების შეფასებები (7)
სანდო ლაბორატორია, მაღალი ხარისხი.❤️
მაილაბი❤️
🙌
❤️
<3 🥰🥰
დაწერე შეფასება
გაუზიარე შენი გამოცდილება სხვა პაციენტებს.
თბილისი - მიხეილ ჭიაურელის ქ. 9
რუსთავი - მესხიშვილის 4/83ა
გარდაბანი - სადგურის ქ. 1
ბათუმი, ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. 39ა
კასპი - აღმაშენებლის ქ. 80
მარნეული - შოთა რუსთაველის ქ. 77 ბ
ხაშური- ლესელიძის 10 ა
ორშბათი - პარასკევი 09:00-18:00 ; შაბათი-09:00-16:00
office@mymedlab.ge