„როიალ მედიკალი“/ “Royal Medical”
სამედიცინო და ორთოპედიული ნივთების ფართო არჩევანი
კომპანიის შესახებ
სამედიცინო კომპანია „როიალ მედიკალი“
სამედიცინო კომპანია „როიალ მედიკალი“ დაარსდა 2020 წელს. დაარსების დღიდან კომპანია აქტიურად ახორციელებს მაღალი ხარისხის სამედიცინო პროდუქციის იმპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს.
„როიალ მედიკალის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ორთოპედიული სამარჯვების, შშმ პირთა დამხმარე და სარეაბილიტაციო საშუალებების, პაციენტის მოვლის პროდუქტების, წვრილი სამედიცინო ტექნიკის, ასევე ლაბორატორიული და სახარჯი მასალების იმპორტი და რეალიზაცია.
კომპანია არის ცნობილი თურქული ბრენდის — „ვიკრომედის“ (Vicromed) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
პროდუქციისა და დანადგარების კატეგორიები
„როიალ მედიკალის“ პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
- შშმ პირთა დამხმარე საშუალებები: ეტლები, მულტიფუნქციური და სხვა გადასაადგილებელი მოწყობილობები;სასუნთქი აპარატურა: ჟანგბადის აპარატები და სასუნთქი სისტემები;
პაციენტის მოვლა და რეაბილიტაცია: პაციენტის ამწე საშუალებები, სამედიცინო სკამ-უნიტაზები, სარეაბილიტაციო მოწყობილობები და მოვლის პროდუქტები;
ორთოპედია: ორთოპედიული სამარჯვები და დამხმარე საშუალებები;'დედათა და ბავშვთა მოვლა: მეძუძური დედებისა და ჩვილის მოვლის საშუალებები;
სააფთიაქო აღჭურვილობა: აბების სათვლელები, აბების გამყოფები, კონტეინერები
პირველადი დახმარების ნაკრებები;
სხვა სამედიცინო საშუალებები: წვრილი სამედიცინო ტექნიკა და სახარჯი მასალები.
სამიზნე აუდიტორია
„როიალ მედიკალი“ ემსახურება როგორც კორპორატიულ, ისე კერძო მომხმარებლებს. კომპანიის პროდუქცია განკუთვნილია:
- კლინიკებისა და საავადმყოფოებისთვის;
- სამედიცინო ლაბორატორიებისთვის;
- სამედიცინო მაღაზიებისა და აფთიაქებისთვის;
- ფიზიკური პირებისა და საოჯახო მოხმარებისთვის.
სერვისი და მხარდაჭერა
საგარანტიო პირობები: ყველა პროდუქტზე ვრცელდება 1-წლიანი გარანტია (სწორი ექსპლუატაციისა და გამოყენების წესების დაცვის შემთხვევაში; არ ვრცელდება მექანიკურ/ფიზიკურ დაზიანებებზე).
ტექნიკური და საინჟინრო სერვისი: კომპანია უზრუნველყოფს პროდუქციის სერვისულ მომსახურებასა და შეკეთებას როგორც საგარანტიო პერიოდში, ასევე მისი ვადის ამოწურვის შემდეგაც.
მიწოდების სერვისი: მოქმედებს საკურიერო მომსახურება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის ზომასა და წონაზე.
გალერეა
მიმართულებები და სერვისები
- მაღაზია
პაციენტების შეფასებები (0)
ჯერ არ არის შეფასება. იყავი პირველი.
დაწერე შეფასება
გაუზიარე შენი გამოცდილება სხვა პაციენტებს.
