მონიკა ბებია
რევმატოლოგია
- პროფესიით გამოცდილება
- 10 წელი
- სამეცნიერო ხარისხი
- MD
- სამკურნალო სფერო
- რევმატოლოგია
- ელ. ფოსტა
- bebiamonika@gmail.com
მონიკა ბებია
ექიმი-რევმატოლოგი
მონიკა ბებია - 2015 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, რის შემდეგაც, 2016–2019 წლებში, გაიარა უწყვეტი დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტურო პროგრამა რევმატოლოგიის სპეციალობით. პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლებისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვის მიზნით, მან 2026 წელს გაიარა რეაბილიტაცია-კურორტოლოგიის გადამზადების კურსი.
მონიკა ბებია აქტიურად არის ჩართული კლინიკურ პრაქტიკაში 2019 წლიდან დღემდე და იკავებს ექიმი-რევმატოლოგის პოზიციას დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის (ისნის ფილიალი) გუნდში.წლების განმავლობაში ის თანამშრომლობდა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან, მათ შორის:დ. ტატიშვილის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრთან, სამედიცინო ცენტრი „ულტრამედთან“, ამბულატორიულ ქსელ „მედისონთან“ (საბურთალოს ფილიალი) და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი „კინეზისთან“ (2021–2025 წწ.).
გარდა კლინიკური საქმიანობისა, ის აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში:2022–2024 წლებში იყო „ფსორიაზული ართრიტის“ საერთაშორისო კვლევის მკვლევარი. ფლობს ფიზიოთერაპიის მიმართულებით სრულ თეორიულ-პრაქტიკულ კურსთა საერთაშორისო სერტიფიკატებს.
როგორც ევროპის რევმატოლოგთა ლიგის (EULAR) წევრი, მონიკა რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ სამედიცინო კონგრესებში, კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში. მისი უახლესი საერთაშორისო აქტივობები მოიცავს მონაწილეობას ისეთ პრესტიჟულ ფორუმებში, როგორიცაა:
WCO-IOF-ESCEO 2026 – მსოფლიო კონგრესი ოსტეოპოროზის, ოსტეოართრიტისა და ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების შესახებ (ჩეხეთი);
EULAR 2025 – ევროპის რევმატოლოგიის საერთაშორისო კონგრესი (ბარსელონა, ესპანეთი);
EULAR 2026 – ევროპის რევმატოლოგიის საერთაშორისო კონგრესი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი).
პაციენტების შეფასებები (1)
ძალიან კმაყოფილი ვარ ექიმის ყურადღებითა და დამოკიდებულებით. გულისხმიერი, ყურადღებიანი და პროფესიონალი სპეციალისტია. ყურადღებით გისმენს, გიხსნის ყველა დეტალს და ცდილობს, მაქსიმალურად დაგეხმაროს. სასიამოვნოა, როცა ექიმი ასეთი პასუხისმგებლობითა და ადამიანობით ეკიდება თავის საქმეს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის!❤️
დაწერე შეფასება
გაუზიარე შენი გამოცდილება სხვა პაციენტებს.
