სარეკლამო ბანერი
ირაკლი შელია
Med Room-ის ექიმი

ირაკლი შელია

რევმატოლოგია

5(141 შეფასება)6,509 ნახვა
აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრი, თბილისი
პროფესიით გამოცდილება
16 წელი
სამეცნიერო ხარისხი
PhD
სამკურნალო სფერო
რევმატოლოგი და რეაბილიტაციის სპეციალისტი
დაბადების თარიღი
20.10.1985
ელ. ფოსტა
shelia-irakli@mail.ru

ირაკლი შელია  MD PhD — ექიმი  რევმატოლოგი და რეაბილიტაციის სპეციალისტი. ქალაქ წალენჯიხა, საქართველოში.

განათლება

სასკოლო განათლება მიიღო ქალაქ წალენჯიხის №2 საჯარო სკოლაში. X–XI კლასებში სწავლობდა ლიცეუმ „ქიაჩში“.

2003–2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, სადაც მიიღო დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი.

2009–2012 წლებში პროფესიული მომზადება გაიარა მოსკოვში, ი. მ. სეჩენოვის სახელობის პირველ მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ინტერნატურა-ორდინატურის ფარგლებში, რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის მიმართულებით. ამავე პერიოდში სტაჟირებას გადიოდა უნივერსიტეტის №1 ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის რევმატოლოგიის განყოფილებაში და მონაწილეობდა პროფესიულ ტრენინგებში.

პროფესიული საქმიანობა

2007–2008 წლებში მუშაობდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

2008–2009 წლებში მუშაობდა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკული მედიცინის სექციაში უმცროს ექიმად.

2009–2012 წლებში, მოსკოვში პროფესიული მომზადების პერიოდში, საქმიანობდა ი. მ. სეჩენოვის სახელობის პირველი მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის №1 ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეაბილიტაციის მიმართულებით. ასევე მუშაობდა მოსკოვის მრავალპროფილიან კლინიკა „PremierMedica“-ში და პროფესორ ს. ბლოხინის კლინიკაში რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის მიმართულებით.

2013 წლიდან მუშაობს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. ამასთანავე, მიწვეული ექიმის სტატუსით პროფესიულ საქმიანობას ეწევა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მონაწილეობდა კურსებსა და პროფესიულ პროგრამებში გერმანიაში, შვედეთში, რუმინეთში, იტალიასა და რუსეთში. მიღებული აქვს სხვადასხვა პროფესიული სერტიფიკატი და სიგელი.

სამეცნიერო საქმიანობა

ირაკლი შელიას პროფესიული და სამეცნიერო ინტერესების ძირითადი მიმართულებებია რევმატოლოგია, რეაბილიტაცია, ოსტეოართროზი, გონართროზი, კოქსართროზი, ართრიტები, სახსარშიდა თერაპია, ტკივილის მართვა და ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების კომპლექსური რეაბილიტაცია.

გამოქვეყნებული აქვს სამედიცინო ნაშრომები და სტატიები 70 ნაშრომი  რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის სხვადასხვა საკითხზე.

სადისერტაციო თემა:
„მუხლის ოსტეოართროზის მქონე პაციენტებში კომპლექსური რეაბილიტაციის ეფექტურობის შეფასება“.

ჯილდოები და საპატიო წოდებები

წარმოდგენილი სიგელის მიხედვით, 2024 წლის 15 მაისს ირაკლი შელიას მიენიჭა „სეჩენოვის უნივერსიტეტის საპატიო ექიმის“ (Почётный врач Сеченовского университета) წოდება.

პაციენტების შეფასებები (141)

l
lado saldadze2 კვირის წინ

magari ekimi

ნ
ნუცა2 კვირის წინ

„სიტყვები არ მყოფნის ბატონი ირაკლის მიმართ მადლიერების გამოსახატად. ფაქტობრივად ფეხზე დამაყენა და ნორმალური ცხოვრების საშუალება მომცა. ნამდვილი ექიმი-პროფესიონალი, ოქროს გულითა და საოცარი ცოდნით. ღმერთმა დალოცოს მისი მარჯვენა!“

ლ
ლუბა არაბიძე2 კვირის წინ

თუკი რევმატოლოგიური პრობლემა გაწუხებთ, დრო არ დაკარგოთ — პირდაპირ ირაკლი შელიასთან მიბრძანდით. უამრავი ანალიზისა და არასწორი მკურნალობის შემდეგ, მხოლოდ მან შეძლო ზუსტი დიაგნოზის დასმა და ისეთი თერაპიის შერჩევა, რომელმაც რეალური შედეგი გამოიღო. საოცარი ექიმი და უძლიერესი დიაგნოსტია!“

ნ
ნიკა2 კვირის წინ

„საუკეთესო რევმატოლოგი! ყურადღებიანი, კომპეტენტური და თავისი საქმის უბადლო მცოდნე. უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან ბატონ ირაკლის!

თ
თამარ სიჭინავა2 კვირის წინ

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ექიმ ირაკლი შელიას ჩემი ოჯახის წევრის განკურნებისთვის. მივედით ძალიან მძიმე მდგომარეობაში, შეშუპებული და მტკივანი სახსრებით. ბატონმა ირაკლიმ უსწრაფესად დასვა სწორი დიაგნოზი და დაგვინიშნა ეფექტური თერაპია. დღეს ჩემი ოჯახის წევრი სრულფასოვნად მოძრაობს და თავს კარგად გრძნობს.“

დაწერე შეფასება

გაუზიარე შენი გამოცდილება სხვა პაციენტებს.

შეაფასე